საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამის დირექტორს, ჯონ დიპიროს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს.
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კვლავაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას საარჩევნო კამპანიის მშვიდ და ჯანსაღ გარემოში წარმართვისთვის.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…
საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ამ დროისთვის უკვე 25,814-მა მოქალაქემ ისარგებლა. მათ საერთო ჯამში 118 მილიონი ლარი მიიღეს. ეს ერთ…
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათ მონაცემებით,…